მაღაროელების მოთხოვნა სამართლიანია

მაღაროელების მოთხოვნა სამართლიანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას ჭიათურის მაღაროს თანამშრომელთა გაფიცვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  მოთხოვნები მათი მოთხოვნები  სამართლიანია. მამუკა ბახტაძის შეფასებით მაღაროში არსებული ვითარება მძიმეა.

“მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მინდა გითხრათ, რომ მაღაროელების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია. როდესაც ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადგილზე ჯანდაცვის მომსახურების წვდომა, კვების გაუმჯობესება და შრომის უსაფრთხოება, ეს არის საკითხები, რომელიც მყისიერად უნდა იყოს დაკმაყოფილებული და ეს პრობლემა ზოგადად, არ უნდა დამდგარიყო. იქ არსებობს კიდევ სხვა ტიპის სოციალური მოთხოვნები, რომელსაც აქვს საფუძველი. მე ვიცი, რომ კომპანიამ გააკეთა წინადადება და მე კიდევ ერთხელ მსურს ყველას ვთხოვო, რომ ინტენსიური დიალოგის შედეგად რაღაც კონსენსუსი ჩამოყალიბდეს, რომ საწარმომ რაც შეიძლება დროულად განაახლოს მუშაობა ახალი პირობებით.

მაღაროელების ის მოთხოვნები, რომელიც მე პირადად ვნახე და წავიკითხე, არის სრულიად სამართლიანი. ის მიმართულებები, რომელიც მე ჩამოვთვალე, მყისიერად უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკმაყოფილებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.