ნაც.მოძრაობის დაანონსებულ აქციას პრემიერი ეხმიანება

ნაც.მოძრაობის დაანონსებულ აქციას პრემიერი ეხმიანება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. როგორც მამუკა ბახტაძემ გადაცემა “რეაქციის” ეთერში სტუმრობისას თქვა, ქვეყანაში არსებობს პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლება, რასაც ხელისუფლება უზრუნველყოფს, თუმცა კანონის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება.

“საქართველოში პროტესტის გამოხატვა განარტირებულია, რომელიც არის ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი, რა თქმა უნდა თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ ეს პროტესტი გამოხატოს, ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ვინმე დაიწყებს წითელი ხაზების გადალახვას, რომელიც არის ჩვენი კანონდებლობა, ჩვენი რეაგირებაც იქნება მყისიერი და კანონის ფარგლებში.

როდესაც ვამბობ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მიზანია, რომ არასტაბილურობის განცდა შექმნან და ეს ასე არ მოხდება. 2012 წლიდან დღემდე, ყოველი არჩევნების წინ ან შემდეგ, ჩვენ ვისმენთ ერთსა და იმავეს, რომლის პასუხიც არის იგივე, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები ხდება მხოლოდ არჩევნების გზით”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.