ჩუღურეთის რაიონში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე, 37-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით, ხეებს სხვლა-ფორმირება უტარდება. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. პროექტის ღირებულება 3000 ლარია და მას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ემ ენ ბილდინგი“ ახორციელებს.