,,გადამალული რომ მქონდეს მილიონები, მუდმივად ეკონომკლასში კიარ ვიჯდებოდი, მაზოხისტი კი არ ვარ… ”

,,გადამალული რომ მქონდეს მილიონები, მუდმივად ეკონომკლასში კიარ ვიჯდებოდი, მაზოხისტი კი არ ვარ… ”

მოდი, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული. თქვენ თუ მიხვალთ, მხოლოდ გამიხარდება – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას კრიტიკას, რომელმაც ექს პრეზიდენტი გუნდთან შეუთანხმებელი განცხადებების გამო გააკრიტიკა.

,,მოდი, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული. თქვენ თუ მიხვალთ, მხოლოდ გამიხარდება, მაგრამ ადგილზე დგომა, ხელების ჩამოშვება და ჯიჯგვნა საერთოდ არ არის ვარიანტი. უნდა წავიდეთ მხოლოდ წინ და გავიდეთ წინ. დააკვირდით, როგორი პროპაგანდა მიდის ჩემს წინააღმდეგ. გამოხტა ეს უდღეური ღარიბაშვილი და ლაპარაკობს ჩემ გადამალულ მილიონებზე. უკაცრავად, გადამალული რომ მქონდეს მილიონები, მუდმივად ეკონომკლასში კიარ ვიჯდებოდი და 60-დოლარიან სასტუმროებში ხომ არ ვიცხოვრებდი? მაზოხისტი კი არ ვარ. ხალხი ხვდება, რაზეც ვლაპარაკობ. ეს მართლა ქურდებისა და მძარცველების კორპორაცია, რომელმაც დედა უტირა და კიდე რა დღეში არიან. დასრულდება მაგათი მმართველობა ძალიან მალე. ხალხი არის ძალიან გაბრაზებული. გუშინაც შევხვდი აქ, ვარშავაში ჯგუფს ქუთაისიდან და ძალიან სერიოზულ ხალხს. თქვეს, ერთი დაგვიძახეთ და ყველანი გამომსვლელები ვართო. ეს დაძახებაც მოხდება მალე. ზაფხულში სანდრას სიარულის პარალელურად ვაკეთებთ ამ სკოლას. თბილისში ლევან ხაბეიშვილს აქვს ძალიან მაგარი ინიციატივები. რეგიონებში არის საინტერესო ინიციატივები. ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდა. ახლა საჭიროა მობილიზაციისა და მოქმედების დრო და ასეც იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სოციალისტი ე.ი. ვინც ეკონომ კლასით მგზავრობს პირწმინდად მაზოხისტებია, არა?! )))
4 წლის უკან
სოციალისტი ეკონომ კლასში იმიტომ ჯდები იქნებ ვინმე მორიგი მინისტრი გოგო გამოიჭირო! აი შენ ეშმაკო, შენა! გეგონა ვერ მიგიხვდებოდით?! )))
4 წლის უკან