“სჯობს სააკაშვილი მდუმარე მხარდაჭერით შემოიფარგლოს…”

“სჯობს სააკაშვილი მდუმარე მხარდაჭერით შემოიფარგლოს…”

გვაპატიეთ მათ, ვისაც ენმ-ის ამომრჩეველი გონიერი და პატრიოტი ხალხი გვგონია და არ მიგვაჩნია, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად, სააკაშვილის მითითებები სჭირდება. სჯობს სააკაშვილი მდუმარე მხარდაჭერით შემოიფარგლოს” – ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტურში შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს.

“სააკაშვილის მხარდაჭერა შავგულიძეს არგებს თუ დააზიანებს – ამაზეა კამათი და ჩემი აზრი მინდა გავშალო.

სააკაშვილის და ზოგადად ენმ-ის მხარდამჭერების ხმები მთაწმინდაზე რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

სულელის გარდა, ამას არავინ იტყვის.

მაგრამ მე სააკაშვილის და ენმ-ის მხარდამჭერთა “მდუმარე უმრავლესობა” გონიერი და პატიოსანი ხალხი მგონია.

მე მგონია, რომ მათ გულწრფელად სურთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, იმიტომ რომ მის პოლიტიკას ამ ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

მე მგონია, რომ ისინი ასე ფიქრობენ არა იმიტომ, რომ სააკაშვილი ეუბნება, არამედ იმიტომ, რომ თავად ასე სჯერათ.

მართლა ასე მგონია.

ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე:

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილს შალვა შავგულიძის წინააღმდეგ, არანაირი “იარაღი” არ აქვს გარდა იმისა, რომ ნაცობა დააბრალოს.

ნაცობას აბრალებს იმ მიზნით, რომ დააფრთხოს საპროტესტო ამომრჩევლის ნაწილი – ხალხი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ მოსწონს, არ უნდა, მაგრამ ნაცები კიდევ უფრო ეზიზღება.

ივანიშვილის ტაქტიკა იმდენად გამჭვირვალეა, რომ ყველა თუ არა, ყოველი მეორე ხედავს.

რამდენ ხანს გაქაჩავს ეს ტაქტიკა, რამდენ ხანს იმუშავებს – არ ვიცით. ვიცით ის, რომ ზუგდიდში იმუშავა (სხვა ძალადობრივ მეთოდებთან ერთად).

ივანიშვილის დასამარცხებლად შავგულიძეს არ ყოფნის თავისუფალი დემოკრატების, ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ხმები.

ივანიშვილის დასამარცხებლად შავგულიძეს მათ მიღმა სჭირდება მხარდაჭერის მოპოვება.

როცა ამოცანა ამ ჭერის გარღვევაა, სულელის გარდა ყველა მიხვდება, რომ სჯობს სააკაშვილი მდუმარე მხარდაჭერით შემოიფარგლოს.

არითმეტიკა გვკარნახობს ამას და არა პირადი დამოკიდებულება.

ასე რომ, გვაპატიეთ მათ, ვისაც ენმ-ის ამომრჩეველი გონიერი და პატრიოტი ხალხი გვგონია და არ მიგვაჩნია, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად, სააკაშვილის მითითებები სჭირდება.

აშკარად ჩვენ უფრო მაღალი წარმოდგენა გვაქვს სააკაშვილის ამომრჩეველზე, ვიდრე ამ ხალხს.

P.S. “შენ გაჩუმდი თუ კაია, ხალხს შენ ეზიზღები” – კომენტარების შემოქმედებს მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი მნიშვნელობის ასეთი გაზვიადებისთვის. საკუთარ თავზე ძალიან დაბალი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ არც ისეთი, რომ სააკაშვილის სიტყვის და ჩემი სიტყვის მნიშვნელობა გამეთანაბრებინა. გმადლობთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

სოციალისტი არ ყოფნის შავგულიძეს ხმები?! ეს როგორ? ხომ ჩაამატეთ მეორე სათაურში სიტყვა ევროპული, შუხუთში ბოსელში გაკეთებული ევრორემონტის არ იყოს?! ძმები ბერძენიშვილებიც და ლგბტ-ც ხომ შავგულიძეს აძლევენ ხმას, მაინც არ ყოფნის?! ვაა....?! "ზნაჩიტ" არ ევასება ხალხს ეს შავგულიძე და რა ვქნათ ახლა?!
4 წლის უკან
სოციალისტი არ ყოფნის შავგულიძეს ხმები?! ეს როგორ? ხომ ჩაამატეთ მეორე სათაურში სიტყვა ევროპული, შუხუთში ბოსელში გაკეთებული ევრორემონტის არ იყოს?! ძმები ბერძენიშვილებიც და ლგბტ-ც ხომ შავგულიძეს აძლევენ ხმას, მაინც არ ყოფნის?! ვაა....?! "ზნაჩიტ" არ ევასება ხალხს ეს შავგულიძე და რა ვქნათ ახლა?!
4 წლის უკან
Maverick მიშკუტამ სანდრას ზუგდიდში ხომ აუშენა ოქროს სასახლე, ახლა ოქროს სარაიას უშენებს ვაკეში შავგულიძეს...
შედეგი?
ეკონომკლასით გაფრენებია...
საცოდავს, ბიზნესკლასში არ ასუნიებენ! ჰოდა გვჭირდება ახლა ჩვენ ეკონომკლასით მფრინავი მიხოს მხარდაჭერა?!
4 წლის უკან