მომზადების დრო: 60 წუთი
ულუფა: 4
ინგრედიენტები
გოგრა - 1/4
ბულიონი ან წყალი
კარტოფილი - 200 გ
მდნარი ყველი - 1 შეკვრა (170-200 გ)
პაპრიკა, შებოლილი - მწიკვი, ან დაფქული პაპრიკა 0,5 ჩ/კ
დაფქვილი წითელი წიწაკა - მწიკვი
ტკბილი ჩილი-სოუსი
მომზადების წესები
გოგრა დაჭერით, გაათავისუფლეთ თესლისგან და შეწვით ღუმელში 180 გრადუსზე. არომატისთვის კარგი იქნება, თუკი ღუმელის ფირფიტაზე დაალაგებთ რამდენიმე ნაჭერ სალას ან ბეკონს. შემწვარ გოგრას გააცალეთ კანი.
გაფცქვენით კარტოფილი, გარეცხეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად. ჩაყარეთ პატარა ქვაბში კარტოფილი, შემწვარი გოგრა და დაასხით წყალი ან ბულიონი იმდენი, რომ ნახევრად დაფაროს ბოსტნეული. დადგით ქვაბი ცეცხლზე და ხარშეთ კარტოფილის მოხარშვამდე, დაახლოებით 10 წუთი.
დაუმატეთ პაპრიკა, ჩილი-სოუსი, წიწაკა, მდნარი ყველი და ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მარილი დაუმატეთ სულ ბოლოს, გასინჯეთ და ისე, რადგან ყველს აქვს თავისი მარილი და არ დაგიმლაშდეთ.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ თეფშებზე ცოტაოდენი პაპრიკა.