მომზადების დრო: 15 წუთი
ულუფა: 5
ინგრედიენტები
მოწალული ჭინჭარი - 3 კონა
კედარის კაკალი ან ნიგოზი - 2-3 მუჭა
ზეითუნის ზეთი - 5-7 ს/კ
პარმეზანი, გახეხილი - 4 ს/კ
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
გარეცხილი და მოწალული ჭინჭარი დააბლენდერეთ ზეითუნის ზეთთან ერთად.
დაუმატეთ თხილი, მარილი და პარმეზანი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიირთვით მაშინვე, ან შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ ქილაში მაცივარში.