ეს მართალია, სწორი უთქვამს

ეს მართალია, სწორი უთქვამს

“ეს მართალია, სწორი უთქვამს“,- “ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეთანხმება, რომლის თანახმადაც, დიალოგისთვის პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას.

მისი თქმით, ეს დიალოგi უნდა შეეხებოდეს დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიiდან რუსეთის ჯარების გაყვანას.

"მაგრამ, ქალბატონი ზურაბიშვილის პრობლემა ის არის, რომ ის არაერთხელ გამოსულა სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი განცხადებებით, როცა თუნდაც რამდენიმე კვირის წინ მან თქვა, რომ არ უნდა განთავსდეს ამერიკის ბაზები საქართველოში.

ეს კი არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ რომც იდგეს, საქართველოს პრეზიდენტი ასეთ რაღაცეებს რატომ უნდა ამბობდეს?! ან როცა იგი თავს დაესხა ნატო-ს წვრთნებს საქართველოში. მრავალი განცხადება არსებობს მისი მხრიდან, რომელიც აზიანებს საქართველოს ინტერესებს“,- აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.