უხელო ქალმა, რომელმაც თვითმფრინავის ფეხებით მართვა ისწავლა, პილოტის ლიცენზია მიიღო

უხელო ქალმა, რომელმაც თვითმფრინავის ფეხებით მართვა ისწავლა, პილოტის ლიცენზია მიიღო

აშშ-ში, არიზონელი ქალი ლიცენზიის მფლობელი პირველი ქალი პილოტია, რომელმაც მკლავების არქონის გამო, თვითმფრინავის ფეხებით მართვა ისწავლა.

36 წლის ჯესიკა კოქსი დაიბადა იშვიათი დაავადებით, რომელიც კიდურების განვითარებას უშლის ხელს.

დაავადების გამო, მან როიალზე ფეხებით დაკვრაც ისწავლა. ამავე მეთოდით მართავს ავტომობილსაც.

არიზონელმა ქალმა თვითმფრინავის მართვის შესწავლა 2005 წელს დაიწყო. 2008 წელს კი მონოპლანით ფრენის ნებართვა მოიპოვა.