საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა. ზურაბიშვილს შეკითხვა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე და მის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე დაუსვეს. ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ვებგვერდი ავრცელებს:
კითხვა: რას იტყვით სააკაშვილის მომავალზე, როგორ დააბრუნებთ მას უკან?
პრეზიდენტი: რატომ უნდა დავაბრუნოთ? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ სადმე, ვისაც უნდა. არა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აღარ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში. მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია.