მიშასთან მელია მართალია

მიშასთან მელია მართალია

“მელიამ უბრალოდ ხმამაღლა თქვა, ვისაც გრამი ტვინი აქვს, ყველა იგივეს ფიქრობს მაგ პარტიაში”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა მელიას იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ამბობს, რომ “გულზე მჯიღს რომ იცემ და იძახი, რევოლციას ვიწყებო და არ იწყებ, ხალხს დეპრესიაში აგდებ”

“ხო მართლა.

მიშასთან მელია მართალია.

გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მელიამ 2016 წელსაც იცოდა, როდესაც ჩვენ იგივეს თქმისთვის მოღალატეებად გვნათლავდა, მაგრამ საერთოდ არ მანაღვლებს მელია რად მომნათლავს

არც მისი მოტივაცია მანაღვლებს – ახლა მართალია და სიმართლისკენ ვარ, ბუნებრივია, თუ შეიძლება მაგ დომხალში ვინმესკენ ვიყო.

P.შ. მელიამ უბრალოდ ხმამაღლა თქვა, ვისაც გრამი ტვინი აქვს, ყველა იგივეს ფიქრობს მაგ პარტიაში”, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის რევოლუციურ მოწოდებებს ასე გამოეხმაურა:

“არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებები. არაფერი ისე არ აგდებს ჩვენს ამომრჩეველს ფლუსტრაციაში და არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, მოავლ და დედას გიტირებ და არ მოდიხარ. ეს არ შეიძლება. არაფერი არ აგდებს დეპრესიაში, ვიდრე მსგავსი დამოკიდებულება. თავისუფლად შეგვეძლო ეს არჩევნები გამოგვეტოვებინა. ვიცოდით, რომ შუალედური არჩევნები იყო. მონაწილეობა რომ არ მიგვეღო ვინ გვეტყოდა რატომ არ მიიღეთო.

თუ ეს არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას და არ იწყებ ამ რევოლუციას, ამით უარეს სასორწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩეველს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.