ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტურგენევის N4-ში, სადაც 32 ოჯახი ცხოვრობს, წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო. „აღნიშნულ მისამართზე, 50 წელზე მეტია მსგავსი სამუშაოები არ ჩატარებულა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 41 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გამგეობა ეზოში გზის საფარს მოაწესრიგებს, რათა მოსახლეობას კომფორტული საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოებს, რომელსაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არმაზი“ ახორციელებს, ერთი თვის ვადაში დასრულდება.