ღუმელში გამომცხვარი მაკარონი ბოსტნეულით

ღუმელში გამომცხვარი მაკარონი ბოსტნეულით

ინგრედიენტები

მაკარონი - 500 გ

ყვავილოვანი კომბოსტო - 250 გ

ბროკოლი - 250 გ

გახეხილი ყველი - 250 გ

კვერცხი - 2-3

რძე - 200 გ

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

მაკარონი წინასწარ მოხარშეთ და გადაწურეთ.  ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი დაანაწევრეთ და კარგად გარეცხეთ. კვერცხი და რძე (ან არაჟანი) კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ მარილი და პილპილი. 

ღუმელის ფორმას მოუსვით ცხიმი. გადაიტანეთ ერთმანეთში შერეული მაკარონი და ბოსტნეული, მოაყარეთ ყველის ნაწილი და მოასხით სოუსი. ზემოდან კვლავ მოაყარეთ ყველი.

გამოაცხეთ 190-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 20 წუთი.