სომხეთში ფაშინიანის მომხრეებმა სასამართლოების შესასვლელები დაბლოკეს

სომხეთში ფაშინიანის მომხრეებმა სასამართლოების შესასვლელები დაბლოკეს

სომხეთში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ერევანში და სხვა ქალაქებში სასამართლოების შენობების შესასვლელები დაბლოკეს.

სომხური მედიის ცნობით, პრემიერმინისტრმა 20 მაისიდან სასამართლოების შენობების ბლოკირების შესახებ მოწოდება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მოწოდების მიზეზი ერევნის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც სომხეთის ექსპრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

news.am -ის მონაცემებით, აქციები ერევანსა და რეგიონებში მიმდინარეობს.