ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ქუჩის კალათბურთის შიდა რაიონული ჩემპიონატი „ჩუღურეთის თასი 3x3“ ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა რაიონში არსებული 10 სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. პირველი ადგილი N63-ე სკოლის გუნდმა „ნიკე“ დაიკავა. მეორე ადგილის მფლობელი, N23-ე სკოლა „არჩევანი“ გახდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი N150-ე სკოლამ „150“ დაიკავა. გამარჯვებულები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და გამგეობის თანამშრომლებმა დააჯილდოვეს.