სალათა თხელი ლავაშით

სალათა თხელი ლავაშით

დაჭრილი და დაბრაწული ლავაში სალათს არაჩვეულებრივ გემოს ანიჭებს. სცადეთ!

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 150 გ

ხახვი - 2 თავი

სტაფილო - 2 ცალი

ნატურალური იოგურტი - გემოვნებით

ზეთი - გემოვნებით

მჟავე კიტრი - 3 ცალი

თხელი ლავაში - 50 გ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

კვერცხი - 2 ცალი

მომზადების წესები

გაფცქვენით და დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, მოხრაკეთ ზეთში. ასევე დაჭერით სტაფილო და ისიც მოხრაკეთ ხახვთან ერთად.

დაძენძეთ ან დაჭერით წვრილად მოხარშული ან შემწვარი ქათმის ფილე. დაჭერით მჟავე კიტრი პატარა კუბიკებად.

გახეხეთ მსხვილად მაგრად მოხარშული კვერცხი.

აურიეთ ერთმანეთში ყველა მომზადებული ინგრედიენტი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და მოასხით გემოვნებით იოგირტი, არაჟანი ან მაიონეზი.