პრაღაში ერთმანეთს ორი ბოინგი შეეჯახა

პრაღაში ერთმანეთს ორი ბოინგი შეეჯახა

ჩეხეთში, პრაღის აეროპორტში ერთმანეთს ადგილობრივი ავიაკომპანია Smartwings-ის ორი „ბოინგი“ შეეჯახა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ინციდენტის დროს ორივე Boeing 737-800-ის ტიპის ორივე თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკისკენ მიემართებოდა.

საერთო ჯამში ორივე თვითმფრინავში 278 მგზავრი იმყოფებოდა, არავინ დაშავებულა. ავიაკომპანია Smartwings-ის წარმომადგენლებმა ისინი სხვა თვითმფრინავებში გადასვეს.