ბათუმის ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ბათუმის ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

დღეს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სახელწოდებით  - „ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2019 - ბათუმის სესია"  გაიხსნა. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა სამდღიანი სამიტის ფარგლებში 4 თემა უნდა განიხილონ. ესენია: საპენსიო რეფორმა, განათლება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ქალთა უფლებები. ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც საპენსიო რეფორმის თემაზე მუშაობს, დასკვნით ღონისძიებაზე  სამიტის მონაწილეებს სარეკომენდაციო დოკუმენტს შესაფასებლად წარუდგენს. დოკუმენტში განხილული იქნება როგორია ევროკავშირის ქვეყნების საპენსიო პოლიტიკა და როგორ მუშაობს 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმებეული დაგროვებითი საპენსიო სქემა. საპენსიო რეფორმაზე მომუშავე სტუდენტებმა სამიტის მონაწილეებს დაგროვებით საპენსიო სქემაზე დღეს ტრენინგი ჩაუტარეს და  დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს მიმდინარე რეფორმის მიმართ. ღონისძიებაზე სტუდენტებს საპენსიო რეფორმის შესახებ საინფორმაციო ბროშურებიც დაურიგდათ. სამიტს 150-მდე მოსწავლე და სტუდენტი ესწრება.