ბულგურის სუპი

ბულგურის სუპი

მომზადების დრო: 20 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

ბულგური - 1 ჭიქა

წყალი - 1 ლ

ნიორი - 2 კბილი

ხახვი - 1 თავი

ტომატპასტა - 2 ს/კ

სტაფილო - 1 ცალი

ლიმონის წვენი - 1 ს/კ

ნედლი პიტნა - 3-4 ტოტი

კარაქი - 50 გ

მარილი და წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესები

ბულგური მოვხარშოთ, როგორც შეფუთვაზეა მინიშნებული. გადავწუროთ და გავაცივოთ.

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ კარაქში. დავუმატოთ ტომატი, გახეხილი სტაფილო, ნიორი და ბულგური. დავასხათ მდუღარე წყალი და წამოვადუღოთ 3-4 წთ. შევკაზმოთ მარილით და წითელი წიწაკით. ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პიტნა და ლიმონის წვენი.