94 წლის ჯიმი კარტერი საავადმყოფოდან გაწერეს

94 წლის ჯიმი კარტერი საავადმყოფოდან გაწერეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, რომელმაც ბარძაყის ყელის მოიტეხა, საავადმყოფოდან გაწერეს, ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს. ამის შესახებ კარტერის საპრეზიდენტო ფონდი იუწყება.

94 წლის ყოფილ პრეზიდენტს ფიზიოთერაპიის კურსის გავლა დასჭირდება, თუმცა უახლოეს უქმეებზე ის საკვირაო სკოლაში ლექციების კითხვას დაუბრუნდება.

კარტერი ბარძაყის ყელის მოტეხილობით საავადმყოფოში 13 მაისს გადაიყვანეს. აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს ჯიმი კარტერი 1977-81 წლებში იკავებდა. 1979 წელს კარტერმა და სსრკ-ს ხელმძღვანელმა ლეონიდ ბრეჟნევმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.