17 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ღონისძიება სახელწოდებით - „ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2019 - ბათუმის სესია" გაიხსნება. სტუდენტების განსახილველ თემებს შორის არის საპენსიო რეფორმა. სამიტის მონაწილეები სარეკომენდაციო დოკუმენტს შეიმუშავებენ, რომელშიც დეტალურად იქნება განხილული დაგროვებითი საპენსიო სქემა და ევროკავშირის საპენსიო პოლიტიკა.