ეს საოცრად გემრიელი კერძი ოჯახის ყველა წევრს მოეწონება...
ინგრედიენტები
კარტოფილი - 4 ცალი
ქამა სოკო - 400 გ
ხახვი - 1 თავი
კარაქი - 100 გ
ფქვილი - 1/2 ს/კ
ნაღები (ან არაჟანი) - 250 გ
მარილი და პილპილი
გახეხილი ყველი - 100 გ
მომზადების წესები
კარგად გარეცხეთ კარტოფილი, მაგრამ არ გაფცქვნათ. გაჭერით თითოეული განივად 2 თანაბარ ნაწილად.
შემდეგ დესერტის კოვზით ფრთხილად ამოუღეთ გული. უნდა მიიღეოთ ერთგვარი ფიალა, დაახლოებით 5-7 მმ სისქის.
მიღებული კარტოფილის ფიალები მოათავსეთ ცივ წყალში, რადგან კარტოფილი არ გაშავდეს და მოცილდეს ზედმეტი სახამებელი.
მანამდე კი მოამზადეთ გულსართი.
გაადნეთ ტაფაზე კარაქი, მოათავსეთ მასში დაჭრილი ქამა სოკო და შუშეთ საშუალო ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
გააგძელეთ ხრაკვა საშუალო ცეცხლზე კიდევ 5-7 წუთი, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და სწრაფი მოძრაობით ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება.
შემდეგ დაუმატეთ ნაღები ან არაჟანი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და შუშეთ კიდევ 3-4 წუთი ნაღების (ან არაჟნის) გასქელებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან.
ცეცხლგამძლე ჭურჭელზე წაუსვით კარაქი, დაალაგეთ კარტოფილის ფიალები, ჩადეთ თითოეულში კარაქის პატარა ნაჭერი, მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი და გაავსეთ სოკოს გულსართით.
შედგით კარტოფილის ფიალები 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და კვლავ შედგით ღუმელში 15 წუთი.
როგორც კი კარტოფილის ფიალები დაიბრაწება ყველა მხრიდან, კერძი მზად არის.
სუფრასთან მიტანის წინ შეგიძლიათ მოასხათ ცოტაოდენი გამდნარი კარაქი.