ნიუ-იორკის მერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ნიუ-იორკის მერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ნიუ-იორკის მერს პრეზიდენტობა სურს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბილ დე ბლაზიომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

პირველ წინასაარჩევნო შეხვედრებს ის მეუღლესთან ერთად სამხრეთ კაროლინასა და აიოვაში გამართავს.

საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 2020 წელს გაიმართება.