ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 120 ათასი სამხედროს გაგზავნას არ აპირებს

ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 120 ათასი სამხედროს გაგზავნას არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო NYT-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი ირანის შესაჩერებლად ახლო აღმოსავლეთში სამხედროების გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ღეუტერს-ი ავრცელებს.

"ვფიქრობ, ეს ყალბი ახალი ამბებია. ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, აშშ ამაზე წამსვლელი რომ იყოს, ამერიკელ სამხედროთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა.

New York Times-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერს, რომ აშშ-ის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში 120 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნის გეგმას განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი ამერიკელ სამხედროებს დაესხმება თავს ან ბირთვულ იარაღზე მუშაობას დააჩქარებს.

8 მაისს ირანმა ბირთვული შეთანხმების ორი პუნქტის შესრულებაზე უარი განაცხადა, 11 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სპარსეთის ყურეში სარაკეტო სისტემა და ხომალდი გაგზავნა.