ბრიოში

ბრიოში

მომზადების დრო: 60 წუთი

ულუფა: 10

ინგრედიენტები

ფქვილი - 250 გ

რძე - 50 მლ

კვერცხი - 3 ც

შაქარი - 50 გ

თაფლი - 5 გ

გამდნარი კარაქი - 70 გ

ლიმონის ცედრა - 1 ს.კ.

მშრალი საფუარი - 5 გ

მარილი

ვანილი

მომზადების წესები

საფუარი გავხსნათ თბილ რძეში და გავაჩეროთ 10 წთ. ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილი და ლიმონის ცედრა შევურიოთ ერთმანეთში.

დავუმატოთ მსუბუქად გათქვეფილი კვერცხი, საფუვრიანი რძე, თაფლი, კარაქი და მოვზილოთ ცომი.

კარგად მოზელილი ცომი ხელს ოდნავ უნდა ეკრობოდეს. დავდათ ამოსაფუებლად. როდესაც ცომი გასამმაგდება, ჩავრთოთ ღუმელი 180 გრადუს ტემპერატურაზე, ამოვიღოთ პატარა გუნდები, გადავიტანოთ ინდივიდუალურ ყალიბში, გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ 20-30 წთ.