ჩუღურეთის რაიონში, ლარეხის მე-2 შესახვევი N18-ში, 21 გრძივი მეტრი სიგრძის, გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
რაიონში საყრდენი კედელი კიდევ 6 მისამართზე ეწყობა:
✅დიღომბარის N17
✅დიღომბარის N5
✅ბერიაშვილის N23
✅ხონის N12
✅ბაგრატიონის N51 ა
✅არაგვისპირელის 4/6
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ.