ბიჭს, რომელსაც “სპაიდერმენის” ფორმა ეცვა მე-8 სართულიდან გადახტა

ბიჭს, რომელსაც “სპაიდერმენის” ფორმა ეცვა მე-8 სართულიდან გადახტა

4 წლის ბიჭი მერვე სართულიდან გადახტა და გადარჩა. შემთხვევა გლდანში მოხდა. აღნიშნული ფაქტი  შსს-ში დაუდასტურეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბიჭს სპაიდერმენის ფორმა ეცვა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისათვის ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

4 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში 8 მაისს მრავლობითი დაზიანებებით შევიდა.

შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.