ცოცხალი და უვნებელი მჭირდები, რომ გახსნა ის ბინძური ჯაჭვი, რაც თქვენს კისერზე დევს

ცოცხალი და უვნებელი მჭირდები, რომ გახსნა ის ბინძური ჯაჭვი, რაც თქვენს კისერზე დევს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მას ცოცხალი ჭირდება."მე მომიწევს ახლა შენი დაცვა ვინმემ, რომ ტყვია შუბლში არ დაგაჭედოს. არც მე გადავაბიჯებ კანონს და სამართალს. იმიტომ, რომ ცოცხალი და უვნებელი მჭირდები, რომ გახსნა ის ბინძური ჯაჭვი, რაც თქვენს კისერზე დევს. ძნელად წარმოსადგენო ცოდო, შენ უნდა იცოცხლო, გახსნა ის კარტები რომელი კარტებიც ამ ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დაამხობს. ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო, მე ისედაც მკვდარი ვარ", - წერს მაჩალიკაშვილი.შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან" მიხემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი და მაჩალიკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.