უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი

უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი

უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ აქ ჩანს გარკვეული ბრჭყალები, რომელიც მოჭრილია – ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტში მიმდინარე პლენმარულ სხდომაზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ სურვილი ასეთია, ბოლო ხანებში ხშირად ვხედავ გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებებს „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფლანგიდან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაცია გადაიყვანონ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ აქ ჩანს გარკვეული ბრჭყალები, რომელიც მოჭრილია, მაგრამ მეტ-ნაკლებად იზრდება. ეს არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ხალხმა სამართლიანობის ის თეზისები, რომელიც ხშირად მოგაქვთ ხოლმე, დაიჯეროს. არ გამოდის ეს საქმე. ამდენად, ალბათ, რაღაც სხვა ხერხებზე უნდა გადახვიდეთ და დაემორჩილოთ სწორედ იმ წესებს, რომელიც არის მიღებული საერთაშორისო სამართლით“, – განაცხადა ქანთარიამ.