ბატონო შალვა, არ მგონია გულწრფელი იყოთ, თუ მართლა ასე ფიქრობთ ცოტა შტერი ყოფილხართ

ბატონო შალვა, არ მგონია გულწრფელი იყოთ, თუ მართლა ასე ფიქრობთ ცოტა შტერი ყოფილხართ

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს არ სჯერა შალვა შავგულიძის გულწრფელობის,  რომ ქვეყნის ევროპული მომავლის აშენება შეიძლება ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც წლების განმავლობაში აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს, ასევე ძარცვავდნენ ქვეყნის ბიუჯეტს.

ლორთქიფანიძის თქმით, შავგულიძისადმი მისი დიდი პატივისცემის  მიუხედავად, მის გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს.

“ბატონ შალვა შავგულიძეს, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, ვიცნობ მის მეგობრებს, ახლობლებს, არაჩვეულებრივ გარემოში აღზრდილი და ჩამოყალიბებული ადამიანია, ბევრისთვის მიუღწევია და უბრძოლია, მაგრამ დღეს გვეუბნება, რომ ევროპული მომავლის აშენება უნდა ხათუნა გოგორიშვილთან, გივი თარგამაძესთან, გიგა ბოკერიასთან და გიგი უგულავასთან ერთად, როგორ შეიძლება? ეგ არ გამოდის ბატონო შალვა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ააშენოთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ყველანაირი ბერკეტი ჰქონდათ ხელში, რომ ევროპული ქვეყანა აეშენებინათ და ნაცვლად ამისა, ხალხს აწამებდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ, ქუჩაში დასდევდნენ, მიტინგებს არბევდნენ. როცა ძალაუფლება გაქვს ხელში, მაშინ მიღებული გადაწყვეტილებებით ფასობს პოლიტიკოსი, თორემ ძალაუფლება რომ არ გაქვს და ოპოზიციაში ხარ, კრიტიკას და კივილ-წივილს რა უნდა?!  მე არ მგონია, რომ თქვენ გულწრფელი იყოთ და იმას ფიქრობდეთ, რომ ბიუჯეტის ქურდ უგულავასთან და მთავარ იდეოლოგ, გებელს ბოკერიასთან ერთად შეგიძლიათ ევროპული ქვეყნის აშენება და თუ მართლა ასე ფიქრობთ, ან ცოტა შტერი ყოფილხართ ან სხვა პრობლემები გქონიათ” – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ანდრია ეს ყმაწვილი პოლიტოლოგიც გამხდარა -:)
5 წლის უკან
გამი მართალია!
5 წლის უკან
თამაზი დაწყნარდი ყმაწვილო, თავში არ აგივარდეს
5 წლის უკან