სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ ფარულ ჩანაწერზეც ისაუბრა, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ გავრცელდა. სოსო გოგაშვილი გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, აღნიშნულ ჩანაწერზე გაკეთებულ განმარტებას, რომ ის ტერაქტს არ გეგმავდა.
“თურმე ტერაქტს არ გეგმავდა და ეს იყო შურისძიება, თუ იტყვის რომ მკვლელობას არ გეგმავდა აბა რა უნდა ექნა, გავეროზგე? თუ რა უნდა გაეკეთებინა? ვერ ვხვდები. მთელი საგვარეულო იქ ვიყავით, დაახლოებით 150 ადამიანი იყო და ალბათ თანამედროვე მეთოდი ავტომატური იარაღით ხალხის ჩაცხრილვაა, გვაფეთქებდა თუ იარაღს ისროდნენ არ ვიცი”– განაცხადა იოსებ გოგაშვილმა.