სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილე, ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუში, მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს უშუალოდ სოსო გოგაშვილი იმყოფებოდა ადგილზე და მისი ოჯახის სხვა წევრებს აშანტაჟებდა. გოგაშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი იტყუება.
“რა თქმა უნდა იქ არ ვიმყოფებოდი და რომც ვყოფილიყავი, მიმაჩნია, რომ ამის დამალვა აზრს არის მოკლებული იმიტომ, რომ ეს იყო კანონიერი მოქმედება, სასამართლოს განჩინებით და ყველა უნდა დაგვეკავებინა, ვისაც ბრალი ჰქონდა წაყენებული. რაც მალხაზ მაჩალიკაშვილმა ისაუბრა, რომ იქ ვიყავი, ვემუქრებოდი არის ტყუილი. მე თბილისში ვიმყოფებოდი, სახლში და ჩემთან იყვნენ სტუმრები. ძალიან მარტივად შეიძლება სატელეფონო ანძებით იმის დადგენა, რომ სტუმრები აქ იყვნენ. “- განაცხადა სოსო გოგაშვილმა.