მედია: რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს ჩინელი ჰაკერები ინფორმაციას ჰპარავდნენ

მედია: რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს ჩინელი ჰაკერები ინფორმაციას ჰპარავდნენ

ჩინელი ჰაკერების ჯგუფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ოპერაციულ სისტემებს ტეხდა. ამის შესახებ „კასპერსკის ლაბორატორიამ“ და Positive Technologies-მა შეიტყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

Positive Technologies-ის მონაცემებით, ეს დაჯგუფება, სულ მცირე, 9 წელია მუშაობს. ჰაკერები ინფორმაციის მოპარვის მიზნით ახორციელებენ შეტევას. მათი ქმედებებისგან დაზარალდა მშენებლობის სფეროს 30 კომპანია, ასევე ენერგეტიკისა და უძრავი ქონების კომპანიები.

ჯგუფს TaskMasters-ი დაარქვეს. როგორ იყენებდნენ მიღებულ ინფორმაციას, ჯერჯერობით უცნობია.