„7000 წელიწადზე მეტია, რაც ქართველმა კაცმა ვაზი მოაშენა და კულტურად აქცია და ამის შემდგომ, საქართველოა ისტორია და ვაზის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს.” – ამის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც ღვინისა და ვაზის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ისტორია და ვაზის სიყვარული მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს.
„7000 წელიწადზე მეტია, რაც ქართველმა კაცმა ვაზი მოაშენა და კულტურად აქცია და ამის შემდგომ, საქართველოა ისტორია და ვაზის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ეს გამოიხატა ჩვენს ხელოვნებაში, პოეზიაში, მწერლობაში, ჭედურობაში, ორნამენტში. ქართველი კაცის მიერ ვაზის სიყვარული აღქმულია, როგორც სამშობლოს სიყვარული. დღეს, როდესაც საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ ყველა მიმართულებით დააფინანსოს მეცნიერული კვლევები, ჩვენთვის აუცილებელია, რომ ყველამ ხელები დავიკაპიწოთ და ღვინის და ვაზის ფუნდამენტური კვლევები განვახორციელოთ. დღევანდელი კონფერენცია არის ამის ნათელი მაგალითი”, – განაცხადა კახა კორძაიამ.