არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ პარტიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის კარი ყოველთვის ღიაა წარმატებული ახალგაზრდებისთვის, რაც პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა განათლებული, წარმატებული პროფესიონალი ადამიანებისთვის. ეს პროცესი არასდროს შეჩერებულა. არიან ადამიანები, ვინც გადიან პარტიიდან, ეს ჩვეულებრივი ჯანსაღი, ცოცხალი პოლიტიკური პროცესია. შესაბამისად, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ“,– განაცხადა კახა კალაძემ.