“დავიცავთ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას…”

“დავიცავთ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას…”

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს და ეს არაერთხელ დაუდასტურებიათ. – ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობის წინ დადგმულ მის ბიუსტზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო ერთ წელში ე.წ. კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდების გარდაცვალების რიცხვი კრიტიკულად შემცირებულია. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას – პოლიცია ამ ბიუსტით ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“პირველი – რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. მეორე – ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, მწვავე, კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ, როგორც ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ხშირად ჩვენი გუნდის წევრებისგანაც. აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. შინაარსობრივად რაც საკითხს შეეხება. 12 მაისის შემდეგ, როდესაც ჩატარებული იყო ეს ღონისძიება, 1 წლის განმავლობაში კლუბებთან დაკავშირებული კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციით გარდაცვალების 2 ტრაგიკული შემთხვევა გვქონდა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, 1 წლის წინ ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში უმძიმესი მოლოდინის დღე იყო. იმდენად კრიტიკულად არის შემცირებული ასეთი შემთხვევები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. 12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადიმიანების გარდაცვალების 2 ტრაგიკული შემთხვევა გვქონდა. ამის შემდგომ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი ეს პოზიტიური, გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შსს-ს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არც ერთი დახურული ზონა. კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ტრაგედია გამოიარეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვიცავდით, გამოხატვის თავისუფლებას და დავიცავთ. როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც რუსთაველზე დგას”– განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ხმოვანი ბიუსტი დადგეს. ბიუსტზე განთავსებულია სპეციალური ღილაკი, თითის დაჭერისას კი ისმის გიორგი გახარიას სიტყვები „მოდით დავიწყოთ ბოდიშით… ბოდიში“. აქციის მონაწილეები ამ ფორმით ზუსტად ერთი წლის წინ კლუბ „ბასიანის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსეხმაურებიან.

 

სოციალისტი 9 მაისს!!! ლანჩხუთში, სადღაც მეორეხარისხოვან ქუჩაზე (ადრეც იქ იდგა) პოლიციამ, პირველმა არხმა სტალინის პაწაწკინა ბიუსტის დადგმის ნება არ მისცა პატრიოტულად განწყობილ საზოგადოებას! ტაკიმასხარების დროში ვცხოვრობთ!
6 წლის უკან
Expertologi სოციალისტო, მოგიხან სტალინი, პატრიოტიზმი და სოციალიზმი დილით, უზმოზე
6 წლის უკან
Expertologi P. S. ორუონიკიძის ძეგლის დადგმა არ დაიზარო ბაბუაშენის საფლავზე!
6 წლის უკან
სოციალისტი წადი, წადი ცივ წყალში გააწუე.... ანუ შეაყოლე შე აყროლებულო!
6 წლის უკან