მინდა ყველას მივულოცო ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე

მინდა ყველას მივულოცო ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აღმშენებლობის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტაძარი ქართველმა ერმა ერთობლივი ძალისხმევით, სულისკვეთებით ააშენა.

“მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე და მოხდა კურთხევა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარსა, ასევე აღვნიშნავთ ანდრია პირველწოდებულის ხსენებას, ასევე იმედის დღეს. მინდა სრულიად საქართველოს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ეს დღე. ეს ტაძარი არის მართლაც გამორჩეული. თითოეულმა ქართველმა, ჩვენმა ერმა, ერთობლივი ძალისხმევით, სულისკვეთებით ავაშენეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აღმშენებლობის პროცესი. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც აქვე, ამავე ტერიტორიაზე აშენდება კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და განთავსდება ჩვენი უნიკალური ისტორიის არტეფაქტები. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი გახდება ყველა ადამიანისთვის საყვარელი ადგილი”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.