აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი იმ ფარული აუდიო-ჩანაწერს ეხმაურება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილმა ფლორიდაში ძვირადღირებული ბინა შეიძინა. ჩანაწერი სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
“მოკლედ, მეგობრებო, პროფესიული კუთხით, როგორც რეალტორი, აგიხსნით მიშას შენაძენს ფლორიდაში. ფლორიდაში შენობები ასე მწკრივად და ზოლშია განალაგებული დაახლოებით ისე, როგორც ამ ფოტოზეა. unit კი ნიშნავს უშუალოდ შენს საცხოვრებელ ფართს. მიშას Unit ნომერი 318-ია და თან პირდაპირ ოკეანეზე გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო ახლოსაა ოკეანესთან იუნიტი, მით უფრო პრესტიჟული და ძვირია. ასეთი იუნიტის მფლობელები ასევე იხდიან ყოველთვიური ფართის / შენობის/ ადგილის მომსახურების გადასახადს – condo fees, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძვირს. ამერიკაში უძრავი ქონების მფლობელის ინფორმაციის ნახვა ადვილად ხელმისაწვდომია, რადგან საჯარო ინფორმაციაა – public records. ასე, რომ კარგი მასალაა მარიფათიანი და შნოიანი ჟურნალისტებისთავის, მაგრამ სად არიან რომ?
P.S. ისე, ვითომ რუსებისა და რუსეთის მოძულე მიშამ ფლორიდაში, რომელიც სავსეა რუსებით, მოსკოველი ოლიგარქებისა თუ ბობოლების გვერდით როგორ უნდა იგრძნოს თავი ცხონებულად, ჰა”?!-აღნიშნავს რუსუდან წერეთელი.