გავრცელებულ ხმებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემირად ამზადებს მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეხმაურება.
"როცა პრემიერ-მინისტრად ამზადებენ ვინმეს, მას ჯერ უცხოეთში სხვადასხვა შეხვედრაზე გზავნიან. ეტყობა, გახარიას ლობისტიც ვერ უპოვეს, რომელიც მას უცხოეთში მხარს დაუჭერს, თორემ აქამდე უნდა გვენახა მისი ვოიაჟები, შეხვედრები უცხოელებთან და მისი ქება-დიდება.
ბახტაძე ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დაჰყავდათ და ეტყობოდა, რომ პრემიერად ამზადებდნენ. მაგალითად, აშშ-ში სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა", - ამბობს ჭიჭიაძე "კვირის პალტრასთან".
ჭიჭინაძე ამბობს, რომ "ივანიშვილს გახარია პრემიერად არ სჭირდება".
"გახარიას დანიშვნით ძალოვან უწყებებს გააძლიერებს კი არა, დაასუსტებს¬. გახარიას თავის თანამშრომლებშიც კი არა აქვს მაღალი რეპუტაცია, მათ ის არ დაუნიშნავთ¬. ის ამბების მიტანამ დააწინაურა. როდესაც ადამიანი უცხო გარემოში ხვდება, ეტყობა, ძალაუფლების ჟინი იზიდავს და სწორედ ამიტომაც უშვებს ამდენ შეცდომას. გახარია სულ სკანდალშია გახვეული. როგორც ეკონომიკის მინისტრს, თითი თითზე არ დაუკარებია. შეგიძლიათ ნებისმიერ პოლიციელს ჰკითხოთ და გეტყვით, რომ შს მინისტრობის პერიოდშიც¬ მისი განცხადებები არაადეკვატურია", - დასძინა "ოცნების" ყოფილმა წევრმა.