ბოდიშის მოხდას მნიშვნელობა აქვს ერთხელ, ორჯერ. ყველაფერზე თუ ბოდიში იხადე, არ გამოვა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „7 vs 1" შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გიორგი გახარიას ხომ არ „უჩალიჩებენ", ჭიჭინაძემ ასე უპასუხა: „მთელი ტრაგედია ეს არის, მთელი ძალოვანი უწყების მაკონტროლებელი ადამიანი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პირველი ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს „მიჩალიჩებენო".
მისივე შეფასებით, თუ გახარია არის ყველაფრის მაკონტორლებელი, უსაფრთხოების საბჭო მას ჩავაბარეთ და ეს ადამიანი ასე მარტივად წამოეგება ამ ყველაფერზე, მაშინ საშინელ მდგომარეობაში ვყოფილვართ.