ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელის საშუალებით 9 მაისს მომხდარ შემთხვევას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქემ რუსული ტელევიზიის კამერების წინ დაიჩოქა და ვლადიმერ პუტინს თხოვნით მიმართა.
“კაცო! ვიღაც ტიპმა პუტინს ვაკის პარკში დაუჩოქა და დახმარება სთხოვაო… არის ერთი ამბავი ატეხილი… თქვე კაი ხალხო! ლევან მეფიდან, ანუ ერეკლე მეფის პაპის პაპიდან მოყოლებული რუსეთის მმართველებს, მინიმუმ ოცმა ქართველმა მეფემ დაუჩოქა – გვიშველეთ, თქვენი ჭირიმე, სპარსეთ-ოსმალეთისგან გვიხსენით, გადაგვარჩინეთ, ჩრდილო კავკასიაში გაბატონებული აგრესიული
ისლამისგანაც წალეკვა გვემუქრებაო… და ახლა ვიღაცა გასაცოდავებულმა გლეხმაც თუ დაუჩოქა რუსეთის დიქტატორს დიდი ამბავი!”-წერს ბაკურ სვანიძე.