ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალური ქსელის საშუალებით, პროსტიტუციის შესახებ ტელეეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და სატელევიზიო გადაცემიდან ამონარიდს აქვეყნებს.
“ვისაც არ გინახავთ, უნდა მოუსმინოთ ამათ რამდენიმე წუთიან ბოდიალს, ერთმანეთს რომ ეჯიბრებიან პროსტიტუციის სფეროს ცოდნაში.
ჰო, ორთავეს ჰგონიათ, რომ ბიძების და ძმაკაცების ხვედრითი წილი მასშტაბურია.
უხეშად არ მინდა მოგმართოთ. ამიტომ ზოგ ემოციას გამოვტოვებ.
მოკლედ, უამრავი ბიძა.მყავდა და არავის მოსვლია თავში ჩემი განსწავლა მაგ სფეროში. თქვენ საიდან მოგდით თავში ასეთი მრუდე აზრები?!
თან, მხოლოდ კლიენტი უნდა დაისაჯოსო.
ეს დარგის “პროფესიონალები” ფიქრობენ, რომ კლიენტების და ბიძების დასჯით მოაგვარებებ ტრეფიკინგის პრობლემას და ზოგადად პროსტიტუციას.
საერთოდ გაგებაში არ ხართ.
ამათ რომ ეძახით და საეთერო დროს უთმობთ, რითი სარგებლობთ, რა პრინციპებით?
ან ეს ქალბატონი ვინ აირჩია გაეროს კომისიაში და ვის წარმოადგენს იქ?
ეს “გირჩი” ხომ ყველაფრის სპეციალისტია: ჯარის, ნარკოტიკების, ეკონომიკის, პროსტიტუციის…”-წერს ამირან სალუქვაძე.