თბილისი მერმა საკუთრ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა. კახა კალაძე მათ შორისაა, რომლებიც მმართველი პარტიის ანგარიშზე ასობით ათას ლარს რიცხავენ.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "ქართულ-ამერიკულ საწარმოს," 100 ათასი ლარი აქვს გადარიცხული. ამ კომპანიამ ჯერ 99 ათას 900 ლარი გადარიცხა, ხოლო შემდეგ კი თანხა 100 ათასამდე, 100 ლარის დამატებით გადარიცხვით დაამრგვალა.
ბიძინა ივანიშვილის იურისტს, ალა კახნიაურს 20 ათასი ლარი აქვს შეწირული "ოცნებისთვის", 100 ათასი ლარი აქვს გადარიცხული "გაგრა პლიუსს."