ლადო კახაძემ ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ლადო კახაძემ ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მმართველი გუნდის კანდიდატთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ წევრებიც შეხვდნენ.

ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ ორბელიანის მოედნის განახლება არის ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურული პროექტი დედაქალაქის მასშტაბით. მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილზე, მცირე მეწარმეებს გაესაუბრა, რომლებიც ყვავილებს ყიდიან. მათ გამოთქვეს კმაყოფილება, რომ ახალ ორბელიანზე მათთვის სპეციალური ფართი გამოიყოფა.