მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა 7-საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. რაც შეეხება მის შესაძლო დაკავებას, მაჩალიკაშვილის თქმით, ყველაფერი შესაძლებელია და ამას გამოძიება დაადგენს.
"მათ ჰქონდათ კითხვები და გავეცი პასუხი. დანარჩენს გამოძიება დაადგენს. ამ წუთებში არ მაქვს ძალა რამეს ვუპასუხო. რაც შეეხება ჩემს დაკავებას, ყველაფერი არის შესაძლებელი ამას გამოძიება დაადგენს. მე მაინც ვაგრძელებ აქციებს. მე რაც მითქვია, არასდროს დავმალავ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისი ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მაჩალიკაშვილმა მოისმინა აუდიო ჩანაწერიც, რომელიც სუს-მა გაავრცელა რაზეც მას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა.