აი, ბანძია ნინო გვენეტაძე და მორჩა

აი, ბანძია ნინო გვენეტაძე და მორჩა

"რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ნინო გვენეტაძის თსუ-ს პრორექტორად დანიშვნას ეხმაურება.

გვარამიას თქმით, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ბანძია.

"მიყვარს ეპითეტების ღონიერება. აი არ არსებობს უკეთესი მსაზღვრელი ნინო გვენეტაძისთვის, ვიდრე "ბანძი". არც ბანძისთვის არსებობს უკეთესი საზღვრული, ვიდრე "ნინო გვენეტაძე".

აი, ბანძია, და მორჩა“- წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, დღეს უნივერსიტეტის პრორექტორად დანიშვნის შემდეგ ნინო გვენეტაძემ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მზად არის აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა თსუ-ში გააგრძელოს. მან ასევე აღნიშნა, რომ არავითარი ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზე არ განხორციელებულა.

ცნობისათვის, ნინო გვენეტაძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა 2015 წლის 20 მარტიდან 2018 წლის 2 აგვისტომდე ეკავა. მან პოსტი მოულოდნელად დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

რამდენიმე ხნის წინ, მისმა თამაშემწემ, კახა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ გვენეტაძეს, რომელიც 10 წლით იყო არჩეული, გადადგომა აიძულეს.

სოციალისტი გვარამია სარკეში ჩაიხედე!
6 წლის უკან