ამ საუბრიდან ჩანს, რომ ტერაქტის დავალება გაცემულია

ამ საუბრიდან ჩანს, რომ ტერაქტის დავალება გაცემულია

“ის რომ დავალება არის გაცემული იმისათვის, რომ მოხდეს ტერორისტული აქტი კონკრეტული პიროვნების წინააღდეგ ეს ამ საუბრიდან ჩანს“ – ასე გამოეხმაურა კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს მედიაცენტრ “მთავარი”-ს პრესკლუბში სტუმრობისას.

“ჩანაწერში ზედმიწევნით, ზუსტი სიზუსტითაა დაცული კავკასიელების, მთიელების წესი უფროსისა და უმცროსის საუბარს შორის. ეს ჩანაწერია ნიუანსია, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი.

აქ იგრძნობა, რომ არავითარი ემოციას არ აქვს ადგილი. ეს არის ჩვეულებრივი, საქმიანი საუბარი სავარაუდო „ღონისძიებასთან“ დაკავშირებით. არ ვიცი, ვინ საუბრობს აქ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან საინტერესოა თვითონ მაგალითად მაჩალიკაშვილის ქალიშვილის ნათქვამი, რომ მამაჩემის ხმა იყო მაგრამ არ მჯერა რომ ეს მამაჩემმა ილაპარაკა-ო. თვითონ მაჩალიკაშივლი ამბობს, რომ კი, შეიძლება ეს მე ვთქვი, მაგრამ ემოციური ვიყავი-ო. არ მჯერა ასეთი ემოციურობის, რადგანაც, ძალიან კარგად ვიცნობ კავკასიელ მთიელებს და მათ შორი ქისტებსაც და ემოცია შეიძლება იყოს მყისიერი. პანკისის სპეცოპერაციიდან დიდი დრო გავიდა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ემოციურობა აქ არაფერ შუაშია, ეს მაინც სერიოზული საუბარია, საქმიანი და გააზრებული“ – აღნიშნა მამუკა არეშიძემ