დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის უმრცოსი შვილი რეზო ბიწაძე ფაშიზმზე გამარჯვების დღესა და ომის ვეტერანებზე წერს:
მოდით ასეთ სტატუსს მივუძღვნი ჩემ მეგობრებს ვინც თავიანთ ბებიებს და ბაბუებს სატანის მოციქულებად თვლიან, მათ ახალგაზრდობას კი სიბნელეს უწოდებენ.
- ვამაყობ დიდი გამარჯვებებით: ფაშიზმზე გამარჯვებიდან დაწყებული – სადაც 300,000 ქართველი დაიღუპა, თუნდაც (შედარებით ტრივიალური) დინამოს წარმატებით დამთავრებული.
- ვამაყობ იმით რომ ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა ენგურ და ჟინვალ-ჰესები თავიანთი ხელებით ააშენეს, შექმნეს უზარმაზარი ინდუსტრია, მათ შორის high-tech ინდუსტრია (რომელიც გავძარცვეთ, თურქეთში ჯართათ გავიტანეთ და ნახმარი გერმანული ნაგავი, მაგალითად „ეგზეკუტი პიცოტები“ დავითრიეთ/
- ვამაყობ რომ დაასრულეს მრავალი მეგაპროექტი, მათ შორის, შეძლეს შეუძლებელი და ხრიოკი თბილისი გაამწვანეს! (რომელიც მაგათმა კრიტიკოსებმა გავანადგურეთ.
- ვაფასებ რომ გენდერული თანასწორობა სწორედ ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა დანერგეს ჩვენ საზოგადოებაში, ქსენოფობია და რელიგიური ფანატიზმი კი თითქმის მოსპეს (თუმცა მაგასაც ვაბრუნებთ აგერ 28-ე წელია
- აღმოფხრეს მასიური ეპიდემია სახელად წერაკითხვის უცოდინრობა – სწორედ მათი დამსახურებაა რომ დღეს საქართველოს literacy rate მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია (წამოვიდა ქვემოთ, უზრუნველყვეს უფასო ჯანდაცვა და უმაღლესი განათლება (რომელიც ღამე გვესიზმრება.
ასე რომ, მოდით ფანჯრიდან გავიხედოთ, და ერთი კითხვა დავუსვათ ჩვენ თავებს – ვინ უფრო ბნელია, ჩვენ თუ ისინი?
პასუხი იცი, ხოდა დავაი ეხლა ვაკის პარკში და ვეტერანებს მადლობა გადაუხადე, სანამ ცოცხლები არიან და გელოდებიან – 100 წელს მიტანებულები, მოხუცებულები, ჩვენგან მიტოვებულები…
ყველას გილოცავთ დიდი გამარჯვების დღეს! გვრცხვენოდეს წარსული შეცდომების, და არა გამარჯვებების!
P.S – ჩემი პოზიცია ბოლშევიკურ (და არა სრულად კომუნისტურ) პერიოდზე ცალსახაა – ეს იყო შავი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში (თუნდაც იმიტომ რომ ოკუპანტებიც ჩვენ ვიყავით და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებიც). მაგრამ ეს ფურცელი სწორედ ჩვენმა ბაბუებმა და ბებიებმა გადაფურცლეს, და არა ჩვენ, თაობამ რომლის პატრიოტიზმი კლუბში სიარულით და Facebook-სტიკერებით შემოიფარგლება!”– წერს რეზო ბიწაძე.