ქალბატონმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ სამება არ უნდა მოიხატოს ბიძინა ივანიშვილის ფულით

ქალბატონმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ სამება არ უნდა მოიხატოს ბიძინა ივანიშვილის ფულით

“მოკლედ,დღე არ გავა,რომ რაღაც ახალი სისულელით არ გაგვაოცოს ჩვენმა მუდამ სამშობლოს და დემოკრატიის სადარაჯოზე დგომაში გათანგულმა და გატანჯულმა არასამთაქვრობო სექტორმა.

კერძოდ, ქალბატონმა გიგაურმა განაცხადა,რომ სამება არ უნდა მოიხატოს ბიძინა ივანიშვილის ფულით,ვინაიდან ეს იქნება მოსყიდვა.

ძნელია არ მოიხიბლო ასეთი სიბრძნით, მაგრამ გავკადნიერდები და ქალბატონი გიგაურის აზრს გავაგრძელებ.

სამება, როგორც ცნობილია, ძირითადად ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენდა. ამიტომ ისიც მოსყიდვად,ანუ ქრთამად უნდა განვიხილოთ.აქედან გამომდინარე, ის უნდა დავაყადაღოთ,როგორც მტკიცებულება.

ასევე უნდა დავაყადაღოთ ოპერის შენობა,რუსთაველის თეატრი,აწყურის ტაძარი და ყველაფერი,რაც ივანიშვილმა დააფინანსა,რადგან ეს ყველაფერი მოსყიდვაა.

ისინიც უნდა დავაპატიმროთ,ვისაც ივანიშვილისაგან ფული აქვს მიღებული.

მხოლოდ სოროსისგან უანგაროდ დაფინანსებული პატიოსანი ენჯოები უნდა დაჰფარფატებდნენ ზემოდან საქართველოს და,წინ, ლიბერალიზმის ნათელისაკენ მიუძღოდნენ.

გასაოცარი ისაა,რომ ამ ნჯოებს,რომლებსაც დამღის დასასმელი ადგილი არ აქვთ დარჩენილი, კიდევ ბევრი ადამიანი უსმენს,რადგან სიმართლეს ლაპარაკობენ ხოლმე.

“თუ გინდა ,რომ წარმატებით მოიტყუო,ილაპარაკე სიმართლე.”

“ნახევრადსიმართლე ტყუილზე უარესია”-ეს ზუსტად

ამ ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლებზეა ნათქვამი,რადგან კორუფციასთან ბრძოლის, სამართლიანი არჩევნების, დემოკრატიის ბრძოლის საფარქვეშ დაუღალავად ასრულებენ ქართული სახელმწიფოს,ოჯახის და, ზოგადად, საზოგადოებრივი მორალის განადგურების დავალებას. და ეს პროცესი გაგრძელდება,სანამ მათი დაფინანსების წყაროები არ გადაიკეტება. და რაც მალე მოხდება ეს, მით მეტი გვექნება ვითარების გამოსწორების შესაძლებლობა”– წერს სოსო მანჯავიძე.