ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშს ეხმიანება:
დღეს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშისს გავეცანი რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ ვართ სკანდინავიის ქვეყნების დონეზე. უდიდესი პროგრესის მიუხედავად, გარკვეული ხარვეზები, ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშის თანახმად, საქართველოში პატიმრების წამებას, მათ მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ადგილი არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში ეს მავნე პრაქტიკა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დასრულდა.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები დღეს არა თუ ადამიანების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, არამედ უკვე ისეთი მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე გვესაუბრებიან, როგორიც ნორვეგიაში, შვედეთსა და ევროკავშირის სხვა წამყვან ქვეყნებშია -წერს ლევან ნიკოლეიშვილი